saqarTvelos uReltexilebi - safriWis uReltexili

კოორდინატები 43°14`32` ჩ. გ. 41°34`55` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული გულრიფშის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3550 მ
ქედი აფხაზეთის კავკასიონი

 

სინონიმი: სოფრუჯუს უღელტეხილი.

უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე 3550 მ. უღელტეხილის მიდამოები აგებულია კამბრიულისწინა და ქვედაპალეოზოური კრისტალური ფიქლებით. საფრიჭის უღელტეხილი მდინარე ჩხალთის ხეობას (აფხაზეთის არ) აკავშირებს მდინარე ამანაუზის (რუსეთი) ხეობასთან.